გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1339
გაეროს უს რეზოლუცია 1339 | |
---|---|
ბიჭვინთა | |
თარიღი | 31 იანვარი 2001 |
სხდომა № | 4269 |
კოდი | S/RES/1339 (დოკუმენტი) |
თემა | სიტუაცია საქართველოში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1339 მიიღეს ერთხმად 2001 წლის 31 იანვარს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1311 (2000), საბჭომ გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 2001 წლის 31 ივლისამდე.[1]
რეზოლუციის პრეამბულაში, საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია ორ მხარეს შორის პროგრესის არარსებობა საკვანძო საკითხებზე. სიტუაცია რეგიონში მშვიდია, თუმცა კონფლიქტის ზონაში ვითარება არასტაბილური რჩება, ხოლო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამშვიდობო ძალებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონში სტაბილურობის დამკვიდრებაში.
უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალური მდივნის, კოფი ანანისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის, ასევე სხვების ძალისხმევას, სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშეწყობაში. სპეციალურ წარმომადგენელს უნდა წარედგინა წინადადება თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციური კომპეტენციების განაწილების შესახებ, აგრეთვე ხაზგასმით აღინიშნა ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ წინადადებების პროექტის მომზადება და გალის რაიონში ლტოლვილების დაბრუნება.[2] ასევე, აფხაზურ მხარეს მოუწოდეს მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში და უკრაინას დაევალა მხარეებს შორის 2001 წლის მარტში მესამე შეხვედრის გამართვა.
რეზოლუციამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის შედეგად დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობა და დაადასტურა ყველა ლტოლვილის დაბრუნების უფლება. 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა დაგმეს, განსაკუთრებით სამხედრო სწავლება, რომელიც ჩატარდა 2000 წლის ნოემბერში მძიმე შეიარაღების გამოყენებით, რაც გენერალური მდივნის მოხსენებაში აღინიშნა.[3] ამავდროულად, შეიარაღებული ჯგუფების მიერ დანაშაულებრივი ქმედებებისა და აქტივობის გააქტიურებაც დაგმეს, რადგან მას დესტაბილიზაციის ეფექტი ჰქონდა. 2000 წელს გაეროს დამკვირვებელთა მისიის წევრების გატაცება დაგმეს და ორივე მხარის კიდევ ერთხელ შეახსენეს UNOMIG-ის და დსთ-ს სამშვიდობო ძალების უსაფრთხოებისა და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფა.
საბოლოოდ, გენერალურ მდივანს დაევალა საბჭოს რეგულარული ინფორმირება მოვლენების შესახებ და სამი თვის შემდეგ მოხსენების მომზადება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council extends UNOMIG mandate until 31 July“. United Nations. 31 January 2001.
- ↑ Leckie, Scott (2007). Housing, land, and property restitution rights of refugees and displaced persons: laws, cases, and materials. Cambridge University Press, გვ. 81. ISBN 978-0-521-85875-5.
- ↑ Annan, Kofi. (18 January 2001) Report of the Secretary-General concerning the situation in Abkhazia, Georgia. United Nations.